„ერი“-ს განცხადება 5 ივლისის ე.წ. პრაიდთან დაკავშირებით

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც ამა წლის 4 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გამოცხადებულ ეკლესიის დასაცავად მიმართულ აქციაში, ასევე 5 ივლისს „თბილისი პრაიდი“-ს მიერ დაანონსებულ ე.წ. ღირსების მარშის საწინააღმდეგო სახალხო პროტესტში.

მოვუწოდებთ ჩვენს თანამოაზრეებს შემოუერთდნენ ზემოაღნიშნულ ორივე აქციას: 4 ივლისს, 15:00 საათზე – ოპერის თეატრის წინ და 5 ივლისს – დილის 10:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან.

გელოდებით. ცივილიზებულად და მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია!

საზოგადოებრივი მოძრაობა – ერთობა, რაობა, იმედი (ე.რ.ი.)