წერილი გამოქვეყნდა მთავარ აშშ კონსერვატიულ ვებგვერდზე ifamnews.com, 26.08.2021
ძვირფასო ლევან, ჩვენო საყვარელო ძმაო ქრისტეში,
ჩვენი სერბული გვერდის სარედაქციო ჯგუფი ღრმად დამწუხრებული და შეშფოთებული შეხვდა ამბავს, რომ შენ მოსკოვში მკურნალობის კურსს გადიხარ, და შესაძლო მოწამვლის შედეგებს უმკლავდები.
ეს ყველაფერი მას მერე მოხდა, რაც – საქართველოს პარტიარქის, ილია II-ს კურთხევით – პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადე. ეს ნაბიჯი კი, შენი ქრისტიანული სამშობლოსათვის გადადგი, რომელიც ქრისტეს მტრების თავდასხმის ქვეშ მოექცა. ისინი ამას „ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისათვის“ ბრძოლის ნიღბის ქვეშ აკეთებენ. სერბები და ქართველები მართმადიდებელი ხალხია, რომლებიც ერთი რწმენითა და მოწამეობრივი ისტორიით არიან გადაჯაჭვულნი. ქართველების სათაყვანებელი წმინდანის, წმინდა ნინოს და სერბების წმინდა საბას (Saint Sava) ხსენება ერთ დღეს აღინიშნება. ეს ყველაფერი გვავალდებულებს გითხრათ შემდეგი: ჩვენ შენს გვერდით ვდგავართ მცდელობებში, რომ დაძლიო ეს ავადმყოფობა, დაბრუნდე და წმინდა გიორგის მეოხებითა და შეწევნით გააგრძელო ბრძოლა ქრისტიანობისა და ოჯახური ღირებულებებისათვის.
მთელი კაცობრიობა ახლა ომშია, რომ ჩვენი არსებობის ძირითადი საფუძვლები დაიცვას, ის წესრიგი, რომელიც მაღალმა ღმერთმა აკურთხა ჩვენი შთამომავლობის დასაცავად და ადამიანთა მოდგმის გასაგრძელებლად. მათ, ვისაც სურს ძირი გამოუთხაროს კაცობრიობას სუბჰუმანიზმის რევოლუციური მეთოდებით (როგორც მამა სერაფიმე როუზმა თქვა) და დაუმორჩილოს მსოფლიო ცრუ ღმერთის, მამონას, მმართველობას – რომელიც ჩვენ ყველას გვართმევს იმედს და მომავალს – დგანან ამ ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ. ამ გლობალისტური ნაცისტების რაოდენობა მხოლოდ 0.666%-ა, და მათ ჰგონიათ, შეუძლიათ მთელი პლანეტა მართონ. მაგრამ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენთან უფალი იესო ქრისტეა და მისი უნაკერო კვართი (ქიტონი) სწორედ საქართველოშია დასვენებული, ხოლო წმინდა ჯვრის დიდი ნაწილი ათონის წმინდა მთაზე მდებარე ხილანდარის სერბულ მონასტერში ინახება. ჩვენთან დედა ღვთისმშობელია, ვისი წილხვედრიც არის საქართველო, და ვისი სასწაულთმოქმედი ხატი კოსოვო და მეტოხიაშია პეჩის საპატრიარქო მონასტერში (Krasnica icon in the Patriarchate of Kosovo and Metohija in Peć) და მფარველობს სერბ ხალხს.
ძვირფასო ძმაო, ლევან, უფალს ვავედრებთ შენს თავს და მთელს ქრისტიან სერბებს მოვუწოდებთ ილოცონ ჩვენთან ერთად შენი ჯანმრთელობისათვის. ბელგრადში, წმინდა საბას ტაძარში დაგელოდებით (The Temple of Saint Sava), რათა შევხვდეთ ერთმანეთს ქრისტეში და გავაგრძელოთ ერთობლივი ბრძოლა ამ ომში!
©️ ორიგინალი სერბულად: https://ifamnews.com/sr/pismo-levanu-vasadzeu
©️ ინგლისურად: https://ifamnews.com/en/a-letter-to-levan-vasadze
26.08.2021
Recent Comments