ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. XIV თავი

რა უფრო ძნელია ადამიანისა და ერისათვის, ლხინში ადამიანობის შენარჩუნება, თუ ჭირში იგივეს გაკეთება?

ლხინს გააჩნია, ჭირს გააჩნია და ადამიანსა და ერს გააჩნიაო, ვიტყვით. 

მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ლხინში. 

ხშირად მიფიქრია, რატომ ვართ ასე ამ საყოველთაო სამომხმარებლო ეპოქაში, ლამის ყველაზე ცუდად. მთელი ძალით ვილტვით ამ მოხმარების ცენტრისაკენ და რაც უფრო ვილტვით მისკენ, მით უფრო ვნადგურდებით, ვღატაკდებით, ვალებში ვიხრჩობით და ვქუცმაცდებით.

ჩვენი ამ ლტოლვის მოწინავე მნდომელებს სიმწრის დუჟის სდით, ბედნიერება თითქოს ახლოსაა და მათ ამ ბედნიერების მიღწევაში მღვდლები და ჩვენ ვუშლით.

ცოტაც, ერთი-ორი ჩვენი არჩევანის დამადასტურებელი აღლუმი, ნარკო-დისკოტეკა და კანონი და მიგვიღებენ ცენტრში.

ყველა ბოზს ექნება უფლება ღიად ბოზობისა, იმიტომ, რომ მამათმავლების გვერდზე ისინი წმინდანებად გამოიყურებიან (და ამიტომ არის ყველა ბებერი ბოზი მამათმავლების მხარდამჭერი) და უბრალოდ კაი, საინტერესო ქალების სახელები ერქმევათ, ყველა მამათმავალს – ნებისმიერ ბიჭთან თავისუფალი საუბრისა და ნებისმიერ ნარკომანს – შეუზღუდავი კაიფისა.

და ამას, ყველაფერს, მისცემს მათ ულევი ძუძუ ყოვლისდამტევი ევროპისა.

თუ ამ უტოპიას ეწინააღმდეგები, რუსეთის აგენტი ხარ, სამშობლოს მოღალატე, იმპერიალიზმის მხარდამჭერი.

მაგრამ, აი, რა არ გამოდის მაგ ლოგიკით: ვერც „მღვდლები“ და ვერც „ჩემნაირები“ ვერანაირ რეალურ გავლენას ვერ ვახდენთ პოლიტიკაზე, იგი სრულიად ჭინკების ხელშია. თუ გინდა, რომ მასში ოდნავ მაინც მიგაღებინონ მონაწილეობა – თუ პარტიად, თუ მასმედიაში – მათი ერთგულების ლჭყპტ მანიფესტებს უნდა მოაწერო ხელი და ნამუსი შესასვლელშივე აიხადო.

სხვანაირად, რამდენი ხალხიც არ უნდა გიჭერდეს მხარს, არაფერი გამოგივა და შეიძლება ვეღარც დარჩე ცოცხალი, აუხსნელი მიზეზების გამო, იმიტომ, რომ მოინდომე მათი ბილეთის გარეშე ამ პორნო-თეატრში შესვლა და სეანსის შეწყვეტა. პორნოს ვინ ჩივის, მაგ თეატრში უარესებიც ხდება, ხალხის ძარცვის სპექტაკლიდან დაწყებული, მათი გონების ამორეცხვითა და მათი შვილების განარკომანება-განადგურებით დამთავრებული.

ეს ჩვენი სინამდვილეა.

მაშ, რაღა არ უშვებთ უტოპიის მნდომელებს იმ „ბედნიერების კუნძულზე”, იმ კუნძულზეც ხომ ფიცულობენ, რომ კარი ღიაა, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიღებენ, რომ არც აფხაზეთი და ცხინვალია პრობლემა, რომ ისინი მზად არიან გამონაკლისის სახით ამისათვის წესდების სათანადო პუნქტებიც კი გაყინონ ჩვენთვის და რომ ეს აუცილებლად მოხდება.  თუმცა, აგერ მესამედი საუკუნე გავიდა და მიუხედავად ჩვენი ბიჭების სისხლისა ერაყსა და ავღანეთში, და მათ ომზე დახარჯული ჩვენივე საბიუჯეტო ასობით მილიონისა და ყველა პოზისა, რომელშიც ჩავდექით, მავთულხლართებთან შარვალჩახდილი და გადაკუზულის ჩათვლით (რამეს ხომ არ ვამეტებ შემთხვევით?), არა და არ დაადგა საშველი იმას, რაც ბევრად ნაკლები ჩალიჩით აჩუქეს იგივე პოსტსაბჭოთა ბალტიისპირელებს, აგერ ლამის იგივე ოცდაათი წლის წინ.

გასაგებია, რომ ამ კითხვაზე პასუხი ყველა ტელევიზორიდან გვესმის, თუ აბათურაი-აპატურაიებისაგან, თუ პავილიონისებისაგან, მაგრამ, ეგ ხომ უტოპისტი იდიოტებისთვისაა, ვისაც „პრიხვატიზატორი“ ბენდუქიძის დათრეულ „თავისუფალ უნივერსიტეტში“, სადაც ეს ჩემი ნაცნობი გაქნილი ადამიანი – გარდაცვლილზე მეტს ვერ ვიტყვი – აინ რენდის უმწიკვლო მიმდევარ-განმანათლებლად შერაცხეს, და სადაც ასეთ უტოპისტ ბალღებს რომელიმე მამათმავალმა „გენდერული თეორია“ აუხსნა. 

რა არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც, მიუხედავად სრული მონოპოლიისა ქვეყანაზე ლიბერალების მხრიდან, და სრული მზაობისა „აბათურაების“ მხრიდან მიგვიღონ, ეს არ ხდება?

აქ, სამ-განზომილებიან სამყაროში ერთადერთი ახსნა შეიძლება იყოს. ჰოი, საოცრებავ, „აბათურაები“ ამდენი წელია გვატყუებენ და არც კი აპირებენ ჩვენს არსად მიღებას. თუ ეს ასეა, ეს მთელი თაობის შოკია და გასაგებია, რომ ასეთ შემთხვევაში მისი ნაწილი მათი აფრენილი თვითმფრინავის შასიდან გადმოვარდნას ამჯობინებს, ვიდრე ამის დაჯერებას, როგორც ეს ქაბულში მოხდა.

მაგრამ, სამიდან ოთხ განზომილებაში გადასვლისას, სამოთხისებრ აზროვნებაში სხვა ახსნაც არსებობს, რომელიც უცნაურად უნდა ამართლებდეს იდიოტების თვალში სამომხმარებლო ცენტრს. 

მათ კი გულწფრელად უნდათ ეს, მაგრამ, არსებობს კიდევ მიღმიერი, უხილავი ძალა, რომელსაც ისინი ვერ ერევიან, და რომელიც მოვლენებს ისე წარმართავს, რომ ეს არ გამოდის.  ჩვენებურად, რომ ვთქვათ, ამათ გაეცინებათ, ღმერთი არ გვიშვებს მანდ.

და აქ დავუბრუნდეთ თავის დასაწყისს, და ვიკითხოთ, რატომ?

გრიგოლ რობაქიძის შეუდარებელ, ენით აღუწერელ და სრულიად შეუძლებელი შედევრალურობის „გველის პერანგში“ ბრიტანელი არჩიბალდ მეკეში, სანამ გაიგებდეს, რომ ის სინამდვილეში არჩილ მაყაშვილია, პირველად ხედავს ქართველებს ირანში სამხედრო კამპანიის დროს. ჯგუფად გამოყოფილი სამხედრო დივიზიის ერთ-ერთი ნაწილი, უცნაურად ილხენსა და მღერის სუფრაზე და მეკეში, ამ სურათით მოჯადოებული, ეკითხება მათ ვინაობას თავის სპარს მისანსა და ბრძენ მეგობარს, ტაბა ტაბაის, ესენი ვინ არიანო.

ტაბა ტაბაის პასუხზე, რომ ესენი ქართველები არიან, მეკეში კითხულობს, და ქართველები ვინღა არიანო, და აი, აქ, რობაქიძის გენიალური კალმით, გენიალურივე ტაბა ტაბაი იძლევა ყველაფრის გასაღებს თავის პასუხში: იგი ბრძანებს, ქართველები ისინი არიან, ვინც ლხინში დრო არ იცისო.

თუ ამ ზუსტ აღწერას დავაკვირდებით, შეიძლება შექებადაც კი მოგვეჩვენოს ეს, შეცდომით.  მითუმეტეს „სელფების“ ეპოქაში, როცა ჭინკების მკაცრი თვალის ქვეშ გაკონტროლებული ფეისბუქი, რომელიც „უძლურის დღიურს“ გაუთავებლად ბლოკავს, აჭრელებულია ჩვენი მოქეიფე მეგობრების ფოტოებით, ღმერთმა ყველას შეარგოს ლხინი.

მაგრამ, ძნელია რობაქიძეზე მეტი პატრიოტის წარმოდგენა, ჩემს ლექსში „ირრუბაქიძეს“ მე ავსახე ამბავი, რომელიც მის შესახებ ამ ამბის თვითმხილველმა, დიდმა მაესტრომ, ფრიდონ სულაბერიძემ მომიყვა, ჟენევაში „სუხიშვილების“ დასის სტუმრობისას. და რობაქიძე აქ არ აქებს თავის თავს და ჩვენ, ის დიდი მხატვრის ხელით, ერთი მოსმით ხატავს ჩვენს პორტრეტს, რომელშიც მთელი ჩვენი კოსმოსია ჩატეული.

შეიძლება თუ არა უფლისაგან ცუდი მოდიოდეს ადამიანისა და ერისათვის? არა. ეს ერთხელ თავად მისმა უწმინდესობამ მიბრძანა პირადი საუბრისას. იგი შეიძლება უშვებდეს ჩვენს თავს განსაცდელს, ჩვენივე სარგებელისათვის, როგორც ეკლესია გვასწავლის. 

„ითხოვეთ და მოგეცემათო.“  შეიძლება თუ არა, რომ რაღაცას, რასაც ჩვენ ვითხოვთ (ჩვენ ვითხოვთ კი ამ რაღაცას?), არ გვეძლეოდეს? არა, თუ ორი და სამი შეკრებილი მისი სახელით ვართ. მაგრამ, აი, თუ არა…

ბევრ ჩვენგანს, მათ შორის მეც, მქონია ბედნიერება მის უწმინდესობასთან ერთად ყოფნისა სუფრაზე და ძალიან ხშირად, მიუხედავად ჩვენი წრფელი სურვილისა „ვქნათ აქ სამ ტალავარ“, იგი საკმაოდ სწრაფად ამდგარა, საღვთისმშობლო უთქვამს და სუფრა დაუმთავრებია.

რომელ ჩვენგანს არ ჰყავს ნაცნობი, რომლის დაღუპვაც თუ გინდა, ცოტა მეტი ლხინისა და ფულის საშუალება უნდა მისცე?!

მე ორივე მინახავს, სრული გაჭირვებაცა და უცხოეთში დიდი შრომის შედეგად დოვლათიც, ამ დოვლათის სამშობლოში ჩამოტანა და მისი უმეტესობის ქველმოქმედებაში დახარჯვა, მერე ისევ გაჭირვება, ცილისწამება და შეურაცხყოფა, უმადურობა და დაუნახაობა, და გეტყვით, რომ არანაირი კავშირი ბედნიერებასა და მატერიალურ დანაზოგს შორის არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ის ვერ დავადგინე.

ახლაც, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი, ვმადლობ უფალს ამ ჭირისათვის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. იქნებ, უბრძენეს ქართულში „საჭირო“ შემთხვევით არაა ჭირის ფუძეზე აგებული.

და იქნებ ის, რაც ჩვენ ზოგჯერ გვინდა და ჩვენთვის ძალიან კარგი გვგონია, სულაც არაა ის, რაც ჩვენ გვეჩვენება. ასე მაგალითად, იგივე სამომხმარებლო ცენტრის ჩვენდამი ზრახვებზე და გეგმებზე მე მკითხეთ და მოგიყვებით, როგორც ეს ბევრჯერ გამიკეთებია.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ, თუ მის მონობას არ ვეძებთ, მაშინ რუსეთის მონები უნდა ვიყოთ? არა და არა, მაგრამ, რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა ეს, იდიოტებს არ ესმით, და სანამ შასიდან დაკონწიალება არ მოუწევთ, ჯვარი სწერიათ, ვერ გაიგებენ. და შეიძლება ვერც მერე გაიგონ.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ სამომხმარებლო ცენტრს უნდა ვემტეროთ და აწი მისი ჯოხები გადავიმტვრიოთ თავზე, როგორც ეს 90-იანებში ვქენით რუსული ჯოხებით? არა და არა. მაგრამ, არც ეს ესმით უტოპისტებს.

ჩვენი მიზანი არის საქართველო. მისი უხვად დასახლება ძლიერი და ჯანმრთელი ოჯახებით, მასში ღირსეული შრომა და ჩვენი გამრავლება, ისე, რომ ქართულ ზღაპართან სიახლოვეში, თითოეულ ჩვენგანს მიეცეს საშუალება ოჯახის რჩენისა, ქვეყანაზე შეწირვისა და მარადისობისათვის ღისრეულად მზადებისა, სხვა ყველაფერი, უცხოური იმპერიების ჩათვლით კი, არის ამ მიზნის მისაღწევი შესაძლო იარაღი. მაგრამ, როგორც იარაღი ვერასოდეს ვერ იქნება მიზანი, ისე მიზანი არ უნდა გავიხადოთ იარაღად და მაშინ ყველაფერი გამოსწორდება.

ლევან ვასაძე

31.08.2021