განცხადება ლევან ვასაძის წერილის დაბლოკვასთან დაკავშირებით

ამა წლის 20 აგვისტოს, Facebook-მა „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“-ს გვერდიდან წაშალა ლევან ვასაძის წერილი ქართულ ენაზე „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, ხოლო, გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი რამდენიმე დღით დაბლოკა.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. VII თავი

დღეს იქნებ ცოტა პოლიტიკურსაც გავწვდეთ, არა მატრიცის მიერ მართულ მიმდინარეს, არამედ, უფრო ფუნდამენტურს, და დავიწყოთ ნაწილ-ნაწილ მასზე მსჯელობა. პირველად, შევეხოთ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურსა და, ნაწილობრივ, უმნიშვნელოს და მომავალ დღეებში წავიწიოთ უფრო მნიშვნელოვანისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტურს, ან ფილოსოფიურს თავს ვანებებთ, მაგრამ, დღიურიც ნაკლებად ერთფეროვანი გამოგვივა ასე.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. VI თავი

რადგან კოვიდი ასე ნავარდობს და ბოლო კვირებში საზოგადოება ასე შეჭამა მასზე დარდმა, იქნებ დღეს ამ კუთხით გამოადგეს ეს ჩემი დღიური ვინმეს. მე ჩემს დაავადებაზე მოვყვები, რათა ყველაფერი შედარებითი თვალსაზრისით ვაჩვენო; ასევე ჩემს დამოკიდებულებას გავუსვამ ხაზს პანდემიისა და აცრისადმი, რაც არაერთხელ გამიკეთებია მისი დაწყების დღიდან და არასოდეს შემიცვლია აზრი ამ ხნის განმავლობაში. მაგრამ, ვიცი, რომ რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა, ყოველთვის მოინახება ადამიანი, ვისაც, რადგან თვითონ არ გაუგონია ჩემი ეს აზრი, ჰგონია, რომ მე ის არ გამომითქვამს საჯაროდ.

განცხადება სახელწოდებასთან დაკავშირებით

? ბოლო პერიოდში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში, ვრცელდება ინფორმაცია პარტია „ერი“-ს შესახებ, რომელიც ამა წლის 02 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტად არის რეგისტრირებული.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. V თავი

მრავალ ფერისცვალებას!
მამები ამბობენ, რომ თაბორზე მაცხოვარმა კი არ იცვალა ფერი, არამედ, მოციქულებს აეხილათ თვალი, რათა მისი ჭეშმარიტი და დაუტევნელი სისპეტაკე ეხილათ წამით და ამიტომ დაცვივდნენ შიშისაგან მიწაზე.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. IV თავი

სულ მინდა საჭირბოროტოზე გესაუბროთ და გული არ მიშვებს. ეტყობა, იცილებს უარყოფითს. გპირდებით, რომ დავძლევ. გუშინდელი ჩემი სიჩუმე მეოთხე ქიმიით იყო განპირობებული – როგორც პირველ თავში გაგაფრთხილეთ – ისევე, როგორც ჩემი დღევანდელი დაგვიანება ამ ნაწერისა, რისთვისაც, შენდობას ვითხოვ.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური, III თავი

გასულ კვირას დიდგორი ვიზეიმეთ. 900 წლის თავი. ეს წელი სულ მისი უნდა იყოს. და ამ ერთი წლის განმავლობაში, კარგად უნდა გავიაზროთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ დარჩენილი 100 წელი, რათა მის ათასწლეულს ღირსეულად შევხვდეთ, არა ისე, როგორც ახლა, არამედ ისე, როგორც მას ეკადრება. რა უნდა შეიცვალოს ჩვენში ჩვენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე, რათა ჩვენი შვილები და მათი შვილები დიდგორელები გახდნენ?! უამისოდ ერი აღარ ვიქნებით.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური, II თავი

ამ დღიურის წერისას, ხან მოვიწყენთ ხოლმე და ხან გავიხარებთ. კვირა დღის მადლს მოწყენა არ შეშვენის და ასეთ რამეს გავიხსენებ.
ათონზე, ივერონის მონასტერში ყოფნისას, დავესწარი საღვთისმეტყველო საუბარს ქართველ მღვდელმთავარს და ივერონის მონასტრის იღუმენს შორის.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური, I თავი

ეს უცნაური სახელწოდება სამმაგი მნიშვნელობისაა.
უძლურებაში მყოფმა, ვიფიქრე, იქნებ ჩემი განსაცდელი ისე წარიმართოს, რომ მისი დათმენის გამოცდილება სხვას გამოადგეს მომავალში. ჰემინგუეი წერდა, კაცი მოვალეა წეროს, თუნდაც იმიტომ, რომ შვილების თაობამ ცარიელი ფურცლიდან არ დაიწყოს ცხოვრებაო და, ეს მამოძრავებს აქ.

ლევან ვასაძე – ონლაინ შეხვედრები მხარდამჭერებთან

განახლდა მხარდამჭერების ონლაინ შეხვედრები საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი (ე.რ.ი.)“-ს ლიდერთან, ლევან ვასაძესთან.