ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური”. XII თავი

კვირა დღის მადლი შეგეწიოთ.
ცნობილია, რომ წითლებმა, ღმერთთან ბრძოლაში, სოლოვეცკის კუნძულებზე უხსენებელის ძეგლი დადგეს და ტროცკის ბრძანებით, 7 დღიანი კვირები გააუქმეს და 5 დღიანი “пятидневки” შემოიღეს.

ლევან ვასაძე – “უძლურის დღიური”. XI თავი

აწ შემობრძანებულ მარიამობას გილოცავთ! სამყარო ირინდება, მოციქულები, ვინ ცოცხალნი, სული წმინდით აღიტაცებიან, ვინ წამებით უკვე მოკლულნი, მკვდრეთით აღდგებიან, ეს თავად მათგან ვიცით, არავის შეუძლია არ დაესწროს მარადის ქალწულის მიძინებას. რა გვედღესასწაულება? რა და ის, რომ მისი პირველი წილხვედრი ჩვენა ვართ და ჩვენ ვუერთდებით სამყაროს ღვთისმშობლის ზეცად ასვლას თავის ძესთან და ეს სასწაული დღეა ჩვენთვის.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. IX თავი

დღეს მოულოდნელად მომეცა საშუალება წერისა, თუმცა, არ ველოდი და ისევ გწერთ. იქნებ სჯობდეს, არც პირადზე და არც პოლიტიკურზე, როგორც წინა ორი-სამი თავი იყო, არამედ, ფილოსოფიურზე და ცოტა პოეტურზეც.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. VIII თავი

აი, ისევ მიწევს პირადს დავუბრუნდე, მას მერე, რაც წინა თავში მისგან ცოტა მოვისვენეთ. გრძელდება ჩვენი ბლოკადა „მსოფლიო საოჯახო კონგრესი”-ს გვერდზე, ჩემი წერილის – „ჩემი ავადმყოფობის უცნაური გარემოებები“-ს გამო, ფორმულირებით, „სიძულვილის ენის გამოყენება“. ახლა კი შემატყობინეს, რომ ეს გვერდი, რომელიც ამდენი წელია გვაქვს და ამდენ საოჯახო და ეროვნულ თემატიკას ემსახურება და ამდენმა ხალხმა იცის, ფეისბუქმა „გააწითლა,“ რაც, როგორც ამიხსნეს, მაღალი ალბათობით, მის წაშლასა და მასზე განთავსებული უამრავი მასალისა და ვიდეოს განადგურებას ნიშნავს.

განცხადება ლევან ვასაძის წერილის დაბლოკვასთან დაკავშირებით

ამა წლის 20 აგვისტოს, Facebook-მა „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“-ს გვერდიდან წაშალა ლევან ვასაძის წერილი ქართულ ენაზე „ჩემი დაავადების უცნაური გარემოებები“, ხოლო, გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი რამდენიმე დღით დაბლოკა.

ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. VII თავი

დღეს იქნებ ცოტა პოლიტიკურსაც გავწვდეთ, არა მატრიცის მიერ მართულ მიმდინარეს, არამედ, უფრო ფუნდამენტურს, და დავიწყოთ ნაწილ-ნაწილ მასზე მსჯელობა. პირველად, შევეხოთ ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურსა და, ნაწილობრივ, უმნიშვნელოს და მომავალ დღეებში წავიწიოთ უფრო მნიშვნელოვანისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ პოეტურს, ან ფილოსოფიურს თავს ვანებებთ, მაგრამ, დღიურიც ნაკლებად ერთფეროვანი გამოგვივა ასე.