“ერი”-ს განცხადება ე.წ. პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით

ამა წლის 15 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერი“ საზოგადოების პოლარიზების თავიდან აცილების მიზნით, 1-5 ივლისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარების აკრძალვასთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართა.

ლევან ვასაძე – პირველი ვიდეომიმართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

საზოგადოებრივი მოძრაობა “ერი”-ს დამფუძნებელი, ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს. ვასაძემ ასევე ისაუბრა 1-5 ივლისს დაგეგმილი ე.წ. პრაიდის კვირეულის შესახებ.

“ერი”-ს განცხადება ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

მედიაში ლევან ვასაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერპრეტაციები ვრცელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი“-ს ლიდერების კომენტარები კი, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყენება.

ლევან ვასაძე, ბრაიან ბრაუნი და ირაკლი გოგავა – ერთობლივი პრესკონფერენცია

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა “მსოფლიო საოჯახო კონგრესი”-ს პრეზიდენტი, ცნობილი კონსერვატორი და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე აშშ-დან, ბრაიან ბრაუნი. 16 ივნისს მან საზოგადოებრივი მოძრაობა “ერი”-ს ლიდერებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ბრაიან ბრაუნმა ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, კონსერვატორული და ტრადიციონალისტული მოძრაობების საქმიანობაზე და შეეხო საზოგადოებრივ მოძრაობასთან “ერი” სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს.

ლევან ვასაძე, სოსო მანჯავიძე და შოთა გლურჯიძე – “ერი”-ს პრესკონფერენცია

15 ივნისს საზოგადოებრივი მოძრაობა “ერი”-ს ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ნამახვანჰესის საკითხის, ნინოწმინდას ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებული მოვლენებისა და ამა წლის 1-5 ივლისს დაანონსებული ე.წ. პრაიდის შესახებ ისაუბრეს.

ლევან ვასაძე „ნამახვანჰესის“ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელმა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა  „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად“, განაცხადა შეხვედრაზე ლევან ვასაძემ. მისივე თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რაც სახელმწიფოს თავიდან ააცილებს რეფერენდუმთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. 

საინიციატივო ჯგუფის წევრები ასევე არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: სოსო მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე და ზურაბ მახარაძე. პრესკონფერენციის შემდეგ ლევან ვასაძემ ვრცლად უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

16 მაისს, თბილისში, 9 აპრილის ბაღში, ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

16 მაისს, თბილისში, 9 აპრილის ბაღში, ლევან ვასაძემ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. აქციაზე ოფიციალურად მოხდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი – ე.რ.ი“ წარდგენა.

6 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ლევან ვასაძის პრესკონფერენცია.

ლევან ვასაძის განცხადებით, მან მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე შესვლის შესახებ.

„მე მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში მძიმე გადაწვეტილება დავემშვიდობო კერძო პირის სტატუსს და გამოვიდე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი გახდა საქართველოში განვითარებული პერმანენტული კრიზისი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სფეროებს, არ იძლევა ჩაცხრობისა და სტაბილიზაციის არავითარ ნიშნებს და ემუქრება ქვეყანას გამძაფრებითა და არყევს სახელმწიფოს ეგზისტენციალურ საფუძვლებს“.

„ბოლო წვეთი პირადად ჩემთვის გახდა დანიელსონის დოკუმენტად ცნობილ, სრულიად მიუღებელ და მავნებელ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტი, როგორც „ქართული ოცნების“, ისე კოლექტიური ოპოზიციის მხრიდან, რომლის მიხედვითაც სრულდება არა მარტო აშკარა კანონდამრღვევთა გათავისუფლების აღმაშფოთებელი მოთხოვნა, არამედ ქართული სახელმწიფო კარგავს თავისი, ისედაც შელახული და სუსტი სუვერენიტეტის ნარჩენებსაც“. 

„გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან ვხედავ რადიკალური პოლიტიკურ რეფორმაში, რომლის ძირითადი მახასიათებლებიცაა:

  • ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული საპრეზიდენტო მოდელის აღდგენა;
  • პროპორციულის ნაცვლად მაჟორირატული საპარლამენტო სისტემის განვითარებას, სადაც ყველა პარლამენტარი პირადად არის პასუხისმგებელი ამომრჩეველთა წინაშე;
  • სახელმწიფოს მხრიდან ცივილიზებულ რეგულირებას ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური ინსიტუტების მუშაობისა ეკონომიკის განვითარების მიზნით.

ამიტომ ვქმნი საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ (ე.რ.ი) და წარმოგიდგენთ მისი უახლოესი სამოქმედო გეგმის დეტალებს პრეს-კონფერენციის მსვლელობისას“, განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ვასაძემ.