ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 52 / LII თავი

სუსხიან დილას ბიჭები გავაღვიძე. უფროსებმა თავი დამიკრეს და გადატრიალდნენ თავიანთ ლოგინებში, ეს ნიშნავდა, რომ უნდა შევეშვა და თავისით გამოვლენ, თუ არ ჩაეძინათ ისევ. უმცროსები ფერებით წამოვაჯინე ლოგინებზე და დაოსებული თვალებით მიცქერდნენ, სანამ გაახსენდებოდათ, რატომ ვაღვიძებ. მერე სალოცავში ავედი და კმევისას გონი გამეფანტა, ნაკურთხ წყალზე და სეფისკვერზე ფიქრისას.

ლევან ვასაძე – „უძლურის დღიური“. 51 / LI თავი

რადგან ამ დღიურის წერისას არაერთხელ ვთქვი, რომ მისი გასაჯაროების მთავარი მიზანი ის არის, რომ იგი ვინმეს, განსაკუთრებით კი, ავადმყოფს რამეში გამოადგეს, ამ თავში, ნება მიბოძეთ, იმ გამოცდილების ნაწილი შევაჯამო, რომელიც ამ თვეებში დამიგროვდა და იმ ხრიკებზე ვისაუბრო, რომლებიც, ჩემს შემთხვევაში, ძალზედ გამოსადეგი აღმოჩნდა.