საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,

ვითხოვთ, მოხდეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, ქ-ნი კელი დეგნანის გაწვევის ინიცირება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მიგვაჩნია, რომ ქ-ნი კელი დეგნანი საქართველოში მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტრადიციების შეურაცხმყოფელ მარგინალურ ჯგუფებს და აქციებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ, სარწმუნოებრივ და ტრადიციულ ნორმებს. მისი გამოსვლები და ქმედება ხშირად აღიქმება სუვერენული სახელმწიფოს მართვაში უხეში ჩარევის მცდელობად. ყოველივე ეს კი, ხელს უწყობს მოსახლეობაში აშშ-ს შესახებ ნეგატიური განწყობების შექმნას.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ელჩი პატივს უნდა სცემდეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. შესაბამისად, ვითხოვთ ქ-ნი კელი დეგნანის გაწვევას ქვეყნიდან და მისი ახალი, ღირსეული კანდიდატით ჩანაცვლებას.

პეტიციის შემდგენი:
საზოგადოებრივი მოძრაობა – ერთობა, რაობა, იმედი, (ე.რ.ი.)

//

ხელმომწერების რიცხვი: 2645