“Не бойся, Георгий, Я с тобою!»

“Не бойся, Георгий, Я с тобою!»
Вот уже сороковая глава «Дневника Немощного». Закончились четыре месяца химиотерапии и сколько курсов впереди, еще точно неизвестно… Как быстро летит время!
ძალიან ძნელი და არაბუნებრივია ჩემთვის ამდენი ხალხის მხრიდან ავადობის გამო შეცოდებისა და მამის მიცვალების შედეგად სამძიმრის მდგომარეობაში ყოფნა და მიუხედავად ყველასადმი ჩემი უღრმესი მადლიერებისა, ამ დღიურის წერისას, როგორც კი ძალები მეძლევა, სულ ვეძებ ჩემსას გავცდე და საქვეყნოზე ვიმსჯელო, რადგან მჯერა, რომ ეს საჭირო საქმეა.
“ობივატელი” ამ დღიურში ბევრს ვერ გაიგებს, განსაკუთრებით კი, ამ თავს. ეს რუსულიდან შემოსული ევფემიზმი ზუსტად ასახავს მენივთე ადამიანის არსს, რომელიც მხოლოდ быт-ს ანუ ყოფას არის მიჯაჭვული და ჰგონია, რომ მხოლოდ მისი დალაგების შემდეგ მოიცლის ამაღლებულისათვის. რაც უფრო ეფლობა იგი ამ თავის მდაბიოში, მით უფრო ეპარება ეჭვი არათუ ამაღლებულზე ფიქრისა და მისკენ სწრაფვის აუცილებლობაში, არამედ თავად მის არსებობაშიც კი და ამრიგად, ცოტა ხანი იგი საკუთარი ამქვეყნიურის, ხილულის ამაღლებასა და ათრევას ცდილობს უკეთესისაკენ. ამ გრავიტაციულ ციხეში მას მყესები უწყდება და უცბად, დაფიტული, ამ უაზრო და თავიდანვე განწირულ მთრეველობას იგი ისევ მდაბიოში ჩაფვლას ამჯობინებს.
გიორგობას აქეთ დღემდე ვეღარ გავაგრძელე „უძლურის დღიურის“ წერა, რაც მამის გარდაცვალებითა და ჩემი მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებით იყო გამოწვეული.