აქციაზე ოფიციალურად მოხდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი – ე.რ.ი“ წარდგენა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას საქართველოში.
მე დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, არ იქნება ადვილი, არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ წინ გველოდება ბევრი ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობები, მაგრამ, მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით, შევძლებთ გავარღვიოთ მოჯადოებული წრე, რომელზეც მოძრაობს საქართველო 30 წელია და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომელიც აუცილებელია იმითვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს ქვეყნების თანამეგობრობაში.…ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, ჩვენი საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, რადგან ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია იმ არასწორი იდეოლოგიისა და პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის მოექცა ბოლო წლებში“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.
Recent Comments