ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“-ს დამფუძნებელმა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ 25 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი – მოსახლეობის აზრით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ამჟამინდელი პირობების თანახმად“, განაცხადა შეხვედრაზე ლევან ვასაძემ. მისივე თქმით, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რაც სახელმწიფოს თავიდან ააცილებს რეფერენდუმთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ასევე არიან საზოგადოებისთვის ცნობილი პირები: სოსო მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე და ზურაბ მახარაძე. პრესკონფერენციის შემდეგ ლევან ვასაძემ ვრცლად უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს.
Recent Comments